1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ 1899 წლამდე 12 წლის განმავლობაში, სანამ საზოგადოებაში მუშები ჩაეწერებოდნენ წევრებად საწევრო გადასახადის შემოსავალი იყო 6095 მანეთი, ხოლო მუშების გაწევრიანების შემდეგ – 1899-1907 წლებში 8 წლის განმავლობაში 15768 მანეთამდე გაიზარდა იგი. აქედან, თითო წევრი საშუალოდ თითო მანეთსა და 83 კაპიკს იხდიდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19598 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19598]; წვდომის თარიღი: 2019-09-16