1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების კრებაზე არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილმა განაცხადა, რომ ზოგიერთს საზოგადოება ისეთი დაწესებულება ეგონა, რომლის საშუალებითაც ხალხს თავისი მოქალაქეობრივი უფლებები უნდა გამოეყენებინა და თუ ამ თვალსაზრისით მიუდგებოდნენ საწევრო გადასახადის შემცირებას, მაშინ იგი საერთოდ არ უნდა არსებულიყო, მაგრამ ჯაჯანაშვილის აზრით, ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოება კულტურული დაწესებულება იყო და არა პარლამენტი, სადაც უფლებებზე საუბარი შესაძლებელი იყო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19604 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19604]; წვდომის თარიღი: 2019-09-16