1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სავარაუდო გასავალი: კანცელარიის ბინის ქირისთვის 600 მანეთი; საკანცელარიო წიგნების, განათების, გათბობისა და სხვა წვრილმანებისთვის 500 მანეთი; წლიური ანგარიშის დასაბეჭდად 360 მანეთი; ნივთების შესაძენად 25 მანეთი; სარგებლიანი ქაღალდებისა და მომგებიანი ბილეთისთვის 350 მანეთი; ჟურნალ „განათლების“ დამატებისთვის 200 მანეთი; საქმის მწარმოებლის ხელფასისთვის 1625 მანეთი; ბუღალტერის ხელფასისთვის 1078 მანეთი; გადამწერის ხელფასისთვის 360 მანეთი; კანცელარიის მსახურის ხელფასისთვის 350 მანეთი; მაღაზიის გამგის ხელფასისთვის 924 მანეთი; მაღაზიის გამგის თანაშემწის ხელფასისთვის 560 მანეთი; მაღაზიის მსახურის ხელფასისთვის 350 მანეთი; მაღაზიის ბინის ქირისთვის 600 მანეთი; დაზღვევისთვის 205 მანეთი; სამრეწველო ბაჟისთვის 170 მანეთი; წიგნების საწყობებში თაროების მოსაწყობად 200 მანეთი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო სექციის სხდომის ოქმები | 1913-1916
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19617 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19617]; წვდომის თარიღი: 2019-08-19