1912 წლის 13 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ლუარსაბ ბოცვაძემ, რომ გაჭირვების გამო დახმარებოდნენ საზოგადოების სტიპენდიატ დავით ჩხეიძეს 15 მანეთით. გამგეობამ უსახსრობის გამო ვერ დააკმაყოფილა ლ. ბოცვაძის თხოვნა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19662 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19662]; წვდომის თარიღი: 2019-09-18