ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19687

ფაქტი 19687

1914 წლის 7 დეკემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კრებაზე იესე ალექსანდრეს ძე ბარათაშვილმა განაცხადა, რომ იოსებ ნიკოლოზის ძე მერკვილაძეს ეგნატე ხრამელაშვილის გარდაცვალების შემდეგ გაგრძელებული მისი სახელმძღვანელო წიგნების უკანონოდ ბეჭდვის საკითხთან დაკავშირებით თავის გასამართლებელი საბუთის დაკარგვის თუ ეშინოდა, შეეძლო ნოტარიუსით დამოწმებული ასლი წარედგინა გამგეობისთვის და, რადგან ასე არ მოიქცა ამით ცხადი იყო, რომ მას სინამდვილეში საბუთები არ ჰქონდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19687; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .