1912 წელს ნაფიცმა ვექილმა გრიგოლ რცხილაძემ ხელწერილით დაადასტურა, რომ 10 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიიღო განსვენებული იაკობ გოგებაშვილის ორი ანდერძის წერილი, რათა ოლქის სასამართლოში დასამტკიცებლად წარედგინა.

წყარო: იაკობ გოგებაშვილის ანდერძები | 1911-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19737 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19737]; წვდომის თარიღი: 2019-11-18