ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19740

ფაქტი 19740

1912 წლის 28 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მიხეილ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილმა გააკეთე ახალი განცხადება, რომ გადაწყვიტა გამოსცეს ილიას თხზულებების ერთი ტომი ორის ნაცვლად, რომელშიც ყველა ის მასალა იქნება შეტანილი, რაც მეორე ტომისთვის იყო განკუთვნილი. ასევე 100 ეგზემპლარში საზოგადოებისგან ითხოვს 560 მანეთს, რომელიც ასე გადანაწილდება: 160 მანეთი გადაეცემა ხელისმოწერის დროს 200 მანეთი სექტემბერში და 200 მანეთიც იმავე წლის ნოემბერში. თან საზოგადოებას სთავაზობს, რომ ისარგებლონ უფასოდ მისთვის აწყობილი შრიფტით ილიას თხზულებების ჩვეულებრივი გამოცემისთვის.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19740; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .