ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომლის თანახმად 1911 წლის 28 აპრილს ალექსანდრე ყიფშიძემ გამგეობას სთხოვა, სოფელ შრომაში გაეხსნათ სკოლა, რაზედაც გამგეობამ სკოლის მამასახლისს მოსთხოვა წარმოედგინა ყველა საჭირო საბუთი, რაც სკოლის შენობას, მასწავლებლისთვის ბინის გადაცემას, შეშით უზრუნველყოფასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხს შეიცავდა და ამის შემდეგ იმსჯელებდნენ სკოლის გახსნაზე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19755 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19755]; წვდომის თარიღი: 2019-08-21