ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომლის თანახმად სოფელ შრომაში სკოლის გახსნის საკითხი მეორეჯერ განიხილეს 1911 წლის 18 აგვისტოს, როცა შრომელებმა წარმოადგინეს ყველა საჭირო საბუთი სკოლის გახსნის შესახებ, რომელიც მათგან საზოგადოებამ მოითხოვა. გამგეობამ საკითხის განხილვა გადადო ხარჯთაღრიცხვის შედგენამდე, თუმცა ხარჯთაღრიცხვის შედგენის დროს შრომის სკოლა მათ არ გაუთვალისწინებიათ. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19756 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19756]; წვდომის თარიღი: 2019-08-23