1898 წლის 15 ივნისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოცე სხდომა. სხდომაზე გამგეობამ სხვადასხვა სკოლაში მასწავლებლად დანიშნა შემდეგი პირები: სენაკში – ლუარსაბ ბოცვაძე, პლატონ წულუკიძე და დავით ლორთქიფანიძე, ხოლო დავით ლორთქიფანიძის უარის შემთხვევაში მის მაგივრად დანიშნავდნენ იასონ ნიკოლაიშვილს. ბათუმში – წულუკიძის მაგიერ გადაიყვანეს ივლიანე გოგოლაშვილი. თონეთში – ლავრენტი აგლაძე. კავკავში – ლუარსაბ ბოცვაძის შემცვლელად სურდათ ღირსეული პიროვნების პოვნა. ინსპექტორი სამსონ ყიფიანი კი დატოვეს თანამდებობაზე და გამოუცხადეს საყვედური, ასევე მოსთხოვეს, სკოლაში მკაცრად დაეცვა საზოგადოების მიერ გადაცემული ინსტრუქცია და კანონები.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19758 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19758]; წვდომის თარიღი: 2019-09-18