1912 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე თბილისის გამგეობამ განიხილა საკითხი, თუ როგორ გაეღრმავებინათ თანამშრომლობა მთავარ გამგეობასა და მის განყოფილებებს შორის. ასევე წარმოადგინეს წესდება, რომლის 25-ე მუხლის თანახმად, გამგეობას უფლება აქვს განყოფილება გახსნას ნებისმიერ ადგილას. ინსტრუქცია კი ავალებს განყოფილებებს, რომ შემოსავლის 20% გადასცეს მთავარ გამგეობას, ხოლო სხვა რა საქმიანი ურთიერთობა შეიძლება შედგეს მათ შორის, დადგენილი არ არის და სწორედ ამიტომ შედგა საერთო კრება, რომელზე დასასწრებადაც მოიწვიეს განყოფილებების წარმომადგენლები. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19759 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19759]; წვდომის თარიღი: 2019-08-21