ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19762

ფაქტი 19762

1898 წლის 30 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეათე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ გამგეობას საზოგადოების აგენტობა უნდა შეეთავაზებინა შემდეგი პირებისათვის: ელენე აბულაძისათვის – განჯაში, ბარბარე სულხანიშვილისათვის – თელავში, ერეკლე ბაქრაძისათვის – ყარსში, აბელ აბელაშვილისათვის – დუშეთში, დ. ჯავახიშვილისათვის – თიანეთში. გამგეობის გადაწყვეტილებით, ხსენებული პირები, გარდა ბარბარე სულხანიშვილისა დაამტკიცეს საზოგადოების აგენტებად, ხოლო სულხანიშვილის მაგივრად თელავში აგენტად დანიშნეს ილია აბრამის ძე სარაჯიშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19762; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .