1912 წლის 20 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და მათ განყოფილებათა წარმომადგენლების საერთო კრებაზე ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საზოგადოების წესდების ზოგიერთი მუხლი შეეცვალათ, მაგალითად: მუხლი 2 – საღამოს კურსების დაარსება; მუხლი 5 – რათა საზოგადოებას უფლება ჰქონდეს შეიძინოს და გასცეს უძრავი ქონება; მუხლი 19 – რათა საზოგადოებისა და მისი განყოფილების გამგეობის წევრები შეეცვალათ ნაწილ-ნაწილ და არა ერთბაშად. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19763 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19763]; წვდომის თარიღი: 2019-09-15