1912 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს კომისიის მოხსენება წევრთა რიცხვის შემცირების შესახებ, რომელსაც თან ერთვოდა ცნობა, რომ 1911 წლის საზოგადო კრებამ დაავალა გამგეობას გამოეკვლია მიზეზები, თუ რატომ მცირდებოდა წევრთა რიცხვი და შემდეგ მოეხსენებინა საგანგებო კრებისთვის. გამგეობამ თავის პირველივე სხდომაზე შეადგინა კომისია შემედეგ პირთაგან: შიო დედაბრიშვილი, გრიგოლ რცხილაძე და ნიკო ელიავა, თუმცა ხსენებულმა კომისიამ საპატიო მიზეზების გამო ვერ შეასრულა თავისი მოვალეობა, ამიტომ გამგეობამ კომისიის შემადგენლობა განაახლა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19780 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19780]; წვდომის თარიღი: 2019-09-17