1909 წლის 3 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა სენაკის წიგნის მაღაზია „სინათლის“ მეპატრონის პეტრე მიხეილის ძე დგებუაძის თხოვნა კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, მას გაეხსნებოდა 200 მანეთის კრედიტი, რისთვისაც დგებუაძეს საზოგადოების სენაკის განყოფილების მიერ დასახელებული ორი პირის მიერ ხელმოწერილი ვექსილი უნდა წარედგინა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1909-1909
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19800 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19800]; წვდომის თარიღი: 2019-09-17