1898 წლის 28 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცამეტე სხდომაზე გამგეობამ დაამტკიცა 21 აპრილის სხდომაზე დავით კარიჭაშვილის მიერ წარმოდგენილი საკითხი, რომ იაკობ გოგებაშვილისა და ისიდორე რამიშვილის შუამდგომლობით გრიგოლ ვოლსკისთვის გაეგზავნათ სასწავლო წიგნები, რომლებსაც ის გადასცემდა ხულოს სკოლის პედაგოგ ალექსანდრე მგელაძეს.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19835 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19835]; წვდომის თარიღი: 2019-11-15