1898 წლის 6 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცხრე სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ხელთუბნის სკოლის მზრუნველმა ანასტასია წერეთელმა, რომ დროებით ან ყოველთვიურად დახმარებოდნენ სკოლის ყოფილ პედაგოგ ილურიძეს, რომელიც ჭკუაზე შეიშალა და არანაირი საარსებო წყარო არ გააჩნდა. გამგეობამ პედაგოგ ილურიძეს 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად დაუნიშნა სამ-სამი მანეთი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19840 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19840]; წვდომის თარიღი: 2019-11-15