ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19843

ფაქტი 19843

1898 წლის 25 აგვისტოს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამესამე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძემ, რომ გაათავისუფლონ ხსენებული თანამდებობიდან. პასუხად, გამგეობამ ტიტე კახიძეს სთხოვა, რომ დარჩენილიყო სკოლაში სამუშაოდ და ასევე მასწავლებელ ბოცვაძეს მისწერა, რომ გამგეობასთან ყოველგვარი მიწერ-მოწერა უნდა ეწარმოებინა სკოლის გამგეს და არა მასწავლებელს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19843; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .