1898 წლის 3 აგვისტოს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეერთე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთეს ივანე აბაშიძემ და ივანე ზურაბიშვილმა, რომ როცა გამგეობამ სენაკის სკოლის საქმე განიხილა, ისინი არ ესწრებოდნენ აღნიშნული საქმის განხილვას და სურდათ მათი აზრი შეეტანათ ოქმში. ისინი აცხადებდნენ, რომ სამსონ ყიფიანი უნდა გადაეყვანათ ჩვეულებრივი მასწავლებლის პოზიციაზე, რადგან მისი არასწორი ქმედება სკოლის საქმეების განხილვის შემდეგ ნათლად გამოჩნდა. გამგეობამ ხსენებული პირების მოხსენება ჩაწერა 15 ივნისით დათარიღებულ ოქმში.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19845 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19845]; წვდომის თარიღი: 2019-11-20