1898 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას ამცნო სენაკის სკოლის ინსპექტორმა სამსონ ყიფიანმა, რომ ის თანახმა იყო სკოლაში აღმზრდელად დაენიშნა გამგეობის მიერ შერჩეული პიროვნება გიორგი ბოკერია, რომელსაც შეეძლო გალობისა და ასევე სამეურნეო საქმეების სწავლება ბაშვებისათვის. გამგეობამ განაცხადა, რომ გიორგი ბოკერია დროებით აეყვანათ აღმზრდელის პოზიციაზე სამუშაოდ და თუ დროთა განმავლობაში თავს გამოიჩენდა კარგი ცოდნით, იმ შემთხვევაში მას დაამტკიცებდნენ მუდმივ მასწავლებლად.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19854 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19854]; წვდომის თარიღი: 2019-11-15