1898 წლის 15 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა თედო სახოკიამ, რომ მისგან შეესყიდათ მის მიერ გამოცემული წიგნი „ამირანის შვილნი“. გამგეობამ მისგან შეიძინა 100 ცალი წიგნი, რომლის საფასურად გადასცა 5 თუმანი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19861 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19861]; წვდომის თარიღი: 2019-11-15