ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19892

ფაქტი 19892

1912 წლის 6 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ქუთაისის წიგნის მაღაზიის მეპატრონე თომა აბრამის ძე მთავრიშვილმა, რომ მისთვის გაეზარდათ კრედიტი 2000 მანეთამდე. მის თხოვნას თან ერთვის ცნობა, რომ 1908 წელს მას გამგეობამ გაუსხნა 600 მანეთის კრედიტი. 1908 წელს გამოიწერა – 970 მანეთის წიგნები, 1909 წ. – 854 მანეთის, 1910 წ. – 694 მანეთის, 1911 წ. – 786 მანეთის, ასევე ვალს ყოველთვის იხდიდა თავის დროზე და წიგნებს იწერდა ფასდაკლებითაც. მაგალითად, 1911 წლის განმავლობაში ფასდაკლებით გამოიწერა 3316 მანეთის წიგნები. გამგეობამ თ. მთავრიშვილის თხოვნა დააკმაყოფილა იმ პირობით, რომ სავალო ხელწერილზე ხელს მოაწერდნენ იოსებ და სიმონ ივანეს ძე ოცხელები და თომა მთავრიშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19892; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .