ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19896

ფაქტი 19896

1912 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას კითხვით მიმართა „ახალი კლუბის“ ბიბლიოთეკის გამგე თომა ნასიძემ, იყო თუ არა შესაძლებლობა, რომ გამგეობას ბიბლიოთეკისთვის დაეთმო 300 მანეთის ღირებულების წიგნები, რომლის საფასურსაც ნაწილ-ნაწილ გადაიხდიდა. გამგეობამ დააკმაყოფილა მისი თხოვნა და 10 %-ის ფასდაკლებით გადასცა საჭირო წიგნები, რომლის საფასურსაც 6 თვის ვადაში გადაიხდიდნენ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19896; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .