1912 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი ყაზბეგი. სხდომაზე წარმოადგინეს კავკავის განყოფილების მოხსენება ალაგირის სკოლის შესახებ. საკითხის განხილვის შემდეგ გამგეობამ შემწეობის სახით ალაგირის სკოლას 5 თუმანი გაუგზავნა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19904 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19904]; წვდომის თარიღი: 2019-09-18