1912 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს საკითხი სკოლებისა და ბიბლიოთეკებისთვის ჟურნალ-გაზეთების გამოწერის შესახებ. გამგეობამ საზოგადოების თავმჯდომარე გიორგი ყაზბეგს დაავალა სკოლებისა და ბიბლიოთეკებისთვის მისი შეხედულებისამებრ გამოეწერა ჟურნალ-გაზეთების პერიოდული გამოცემები.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19914 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19914]; წვდომის თარიღი: 2019-09-15