ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19919

ფაქტი 19919

1912 წლის 7 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ წიგნების ანგარიშში იაკობ გოგებაშვილს გადასცა 300 მან., გრიქუროვის ქვრივს – 80 მან., დიტიატკოვსკის – 173.97 მან., დავით ლაზარევს – 8.73 მან., ანნა ხახუტაშვილს იანვრის სტიპენდია – 25 მან., არჩილ ჯორჯაძეს იანვრის დახმარება – 50 მან., ოლღა ჭავჭვაძეს თებერვლის ბინის ქირა – 25 მან., აპოლონ ზალდასტანიშვილს – 2.90 მან., ასევე ბიბლიოთეკებს გაუგზავნეს იანვრის დახმარება და საზოგადოებისთვის შეიძინეს საჭირო ნივთები. სულ საერთო ხარჯმა შეადგინა 1772.75 მანეთი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19919; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .