ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20018

ფაქტი 20018

1898 წლის 24 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამარცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ ალექსანდრე როინაშვილის გარდაცვალების შემდეგ ივანე რატიევმა, ფ. ტარასოვმა, გიგო ზაზიაშვილმა და ასევე კავკასიის სააფთიაქო საქონლით მოვაჭრეთა ამხანაგობამ წარმოადგინა ანგარიში, რომლის თანახმადაც განსვენებულს მათი ვალი მართებდა. გარდა ამისა იოსებ მერკვილაძემ მოითხოვა განსვენებულის მუზეუმიდან დაებრუნებინათ მისი კუთვნილი სურათი, ხოლო ი. საიპოვის განცხადებით მას როინაშვილთან დატოვებული ჰქონდა ძვირფასი კრიალოსანი და ქინძისთავი, რომლის საფასურად აეღო 1000 მანეთი და ითხოვდა ხსენებული ნივთების უკან დაბრუნებას, რა თქმა უნდა, თანხის დაბრუნების პირობით. გამგეობამ თითოეული პიროვნების მოთხოვნა დააკმაყოფილა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20018; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .