1898 წლის 29 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე ჭყონია და გიორგი იოსელიანი. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ქუთაისის საოსტატო სემინარიის კურსდამთავრებულმა გიორგი ლავრენტის ძე ბოკერიამ, რათა დაასაქმონ ის მასწავლებლად ან აღმზრდელად რომელიმე საზოგადოების სასწავლებელში. გამგეობამ სენაკის სკოლის ინსპექტორს სთხოვა გ. ბოკერია დაემტკიცებინა აღმზრდელის პოზიციაზე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 20026 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/20026]; წვდომის თარიღი: 2019-10-15