1898 წლის 6 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცხრე სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ტიტე კახიძემ, რომ დაესახელებინათ რომელიმე სანდო პირი ალაგირის სკოლაში სამუშაოდ, რომელსაც დაუნიშნავდნენ 300 მანეთს, ასევე უზრუნველყოფდნენ შეშით, წყლით და სახლით, სადაც ეყოლებოდა მოსამსახურე. შესაფერისი პიროვნების არჩევა გამგეობამ დავით კარიჭაშვიილს დაავალა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 20032 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/20032]; წვდომის თარიღი: 2019-11-20