ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20034

ფაქტი 20034

1898 წლის 7 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეოთხე სხდომა. სხდომაზე განცხადება გააკეთა ეკატერინე რუსიეშვილმა, რომ არ შეეძლო გომარეთის სკოლაში გადასვლა და მოითხოვა მასწავლებლად დაეტოვებინათ წინარეხის სკოლაში. გამგეობამ მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა, რაზედაც საზოგადოების წევრებმა: ილია ჭავჭავაძემ, ეკატერინე გაბაშვილმა, ივანე რატიშვილმა, ივანე ზურაბიშვილმა და ივანე აბაშიძემ განაცხადეს, რომ პედაგოგი უნდა გადაეყვანათ არა გომარეთის სკოლაში, არამედ სხვა ადგილას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20034; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .