1898 წლის 18 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა, რომელზეც გამგეობას თხოვნით მიმართა ხაშმის სამრევლო სკოლის მასწავლებელმა ნიკოლოზ სვიმონის ძე კურდღელაშვილმა, რომ სახალხო ბიბლიოთეკისთვის გაეგზავნათ წიგნები. გამგეობამ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 20043 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/20043]; წვდომის თარიღი: 2019-11-15