1898 წლის 28 აპრილს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცამეტე სხდომა. სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა გააკეთა მოხსენება, რომ საზოგადოების კუთვნილი წიგნებიდან დაიკარგა „დედა ენა“ 415 ცალი და „ბუნების კარი“ 105 ცალი, ასევე მან ისაუბრა წიგნების დაკარგვის მიზეზებზეც. საკითხი გამგეობამ განსახილველად მომდევნო სხდომისთვის გადადო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 20046 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/20046]; წვდომის თარიღი: 2019-11-21