1898 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერ-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცხრამეტე სხდომაზე მიიღეს კავკავის სკოლის უწყებები, პროგრამები და წერილობითი ნამუშევრები. ასევე ტიტე კახიძემ წარმოადგინა სკოლის სასარგებლოდ გამართული საქველმოქმედო ღონისძიების შემოსავალ-გასავლის ანგარიში. გამგეობამ პროგრამების და უწყებების განხილვა დაავალა იაკობ გოგებაშვილს, ხოლო საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილე პირებს მადლობა გამოუცხადა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 20048 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/20048]; წვდომის თარიღი: 2019-11-15