1899 წლის 13 აპრილის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა პარიზის მსოფლიო გამოფენის ქართული კომიტეტის თხოვნა საზოგადოების წიგნსაცავისა და მუზეუმების კატალოგების უცხო ენებზე თარგმნისა და დაბეჭდვის შესახებ. ამ დროისათვის გამგეობას არ ჰქონდა დამზადებული ვრცელი კატალოგი და ვერც მოკლე დროში მოასწრებდა მის მომზადებას, ამიტომ კომიტეტის თხოვნა არ დაკმაყოფილდა. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 20093 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/20093]; წვდომის თარიღი: 2019-10-17