ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20094

ფაქტი 20094

1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მოისმინა საგამოფენო კომიტეტის თხოვნა, რომელსაც პარიზის მსოფლიო გამოფენაზე უნდა გაეტანა საქართველოს განყოფილება. კომიტეტს სურდა, გამგეობას რუსულ, ფრანგულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე ეთარგმნა საზოგადოების წიგნსაცავის და მუზეუმის კატალოგები და გადაეცა დასაბეჭდად. საკითხის განხილვა გადაიდო შემდეგი სხდომისთვის. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20094; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .