ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20111

ფაქტი 20111

1912 წლის 28 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ წიგნების ანგარიშში იაკობ გოგებაშვილს გადასცა 600 მან., ბეგლარ ფიღინოვს — 2.73 მან., მიხეილ ნემსაძეს — 0.91 მან., დიმიტრი არაყიშვილს — 18.80 მან., თებერვლის სტიპენდია ანნა ხახუტაშვილს — 25 მან., ნავთლუღის სკოლის მასწავლებელ მარიამ ჯარიაშვილს — 25 მან., ზალდასტანიშვილს — 4.80 მან., ასევე თებერვლის ხელფასი გაუგზავნეს საგურამოსა და გერგეთის სკოლის მასწავლებლებს, ფულადი დახმარება აღმოუჩინეს ვერის, ავჭალისა და ნაძალადევის ბიბლიოთეკებს და გადაიხადეს საზოგადოების სხვადასხვა ხარჯი, რამაც ჯამში შეადგინა 1259.82 მანეთი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20111; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .