1898 წლის 30 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეათე სხდომა. სხდომაზე განიხილეს მარიამ დავითის ასული ჯავახიშვილის თხოვნა, რომ ხოვლეში ახლად გახსნილი სახალხო ბიბლიოთეკისთვის გამგეობას გაეგზავნა წიგნები: სახარება და „ცრემლები“ დუტუ მეგრელისა, კიდევ თხზულებანი: ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ალექსანდრე ყაზბეგის, დავით გურამიშვილის, რაფიელ ერისთავის, მამია გურიელის და ისიდორე დავითაშვილისა. ასევე ლექსიკონები: რაფიელ ერისთავისა და დავით ჩუბინაშვილისა. პასუხად გამგეობამ მარიამ ჯავახიშვილს გაუგზავნა წიგნები 23,7 მანეთად.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 20140 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/20140]; წვდომის თარიღი: 2019-10-14