ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20159

ფაქტი 20159

1898 წლის 25 აგვისტოს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამესამე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა სენაკის სკოლის ყოფილმა მასწავლებელმა იასონ ნიკოლაიშვილმა, რომ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში პედაგოგის ან აღმზრდელის პოზიციაზე დაესაქმებინათ. გამგეობამ ქუთაისის სკოლის გამგეს დაავალა ნიკოლაიშვილი მასწავლებლის პოზიციაზე დაენიშნა. სხდომის ოქმს ხელს აწერენ: ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, კიტა გიორგის ძე აბაშიძე, ივანე ივანეს ძე ზურაბიშვილი და გრიგოლ თევდორეს ძე ყიფშიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20159; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .