1901 წლის 20 დეკემბრიდან 1902 წლის 20 ივნისამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ფოტოგრაფიის ქირა 1000 მანეთი უნდა გადაეხადა. ხელმოწერით დაადასტურეს: ნიკოლოზ ცხვედაძემ, ექვთიმე თაყაიშვილმა, დავით კარიჭაშვილმა, იაკობ ღულაძემ, ნიკოლოზ ელიავამ, კონსტანტინე ჯაფარიძემ, ივანე რატიშვილმა, გიორგი დეკანოზიშვილმა და ივანე გომართელმა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1901-1901
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 20250 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/20250]; წვდომის თარიღი: 2019-07-16