1909 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ვარლამ ცაგურიას, ნესტორ დიდებულიძისა და სხვათა თხოვნა ხალხში გასავრცელებლად წიგნების მიცემის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, მათ 16 მანეთის ღირებულების წიგნები და რვეულები იმ პირობით გადაეცემოდათ, რომ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით არ იმუშავებდნენ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1909-1909
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 20313 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/20313]; წვდომის თარიღი: 2019-09-17