1909 წლის 11 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ვასილ ედილაშვილის თხოვნა, მიეცათ საზოგადოების წიგნის მაღაზიის 1908 წლის დივიდენდიდან 200 მანეთი. გამგეობას ჯერ არ ჰქონდა 1908 წლის ანგარიში დამტკიცებული, ამიტომ ედილაშვილის თხოვნის განხილვა გადაიდო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1909-1909
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 20318 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/20318]; წვდომის თარიღი: 2019-09-17