1912 წლის 5 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ყიფშიძემ წარმოადგინა საგურამოს მამულის 1911 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში და ასევე 1912 წლის მოსალოდნელი შემოსავალ-გასავლის ანგარიშიც. გამგეობამ ა. ყიფშიძის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის გადამოწმება შიო დედაბრიშვილს დაავალა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 20361 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/20361]; წვდომის თარიღი: 2019-08-19