1912 წლის 5 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა მცხეთის სახალხო ბიბლიოთეკის გამგეობამ, რომ მათთვის გაეგზავნათ წიგნები. გამგეობამ მცხეთის ბიბლიოთეკის შესახებ ცნობების შეგროვება და მოხსენების გაკეთება შიო დედაბრიშვილს დაავალა, რის საფუძველზეც გაუწევდნენ მათ დახმარებას.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 20366 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/20366]; წვდომის თარიღი: 2019-08-20