1912 წლის 24 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გააკეთეს განცხადება, რომ თელავის გამგეობა ითხოვდა გაეგზავნათ ვექილი 31 მაისს სასამართლოში საქმის დასაცავად. გამგეობამ გრიგოლ რცხილაძეს სთხოვა წასულიყო თელავში და დაეცვა საზოგადოების ინტერესები სამგზავრო ხარჯს კი თავად გამგეობა აანაზღაურებდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 20409 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/20409]; წვდომის თარიღი: 2019-11-18