1912 წლის 12 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომლის თანახმად იაკობ ორჯონიკიძე სწავლობდა ბესარაბიის მევენახეობისა და მეღვინეობის სასწავლებელში. მას სტიპენდია დაენიშნა 1908 წლის 4 სექტემბერს თვეში 12.50 მანეთის ოდენობით. 1908 წელს მიიღო – 75 მანეთი, 1909 წლის განმავლობაში – 167.50 მანეთი, 1910 წელს – 150 მანეთი, ხოლო 1911 წელს – 87.50 მანეთი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 20429 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/20429]; წვდომის თარიღი: 2019-08-21