ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20433

ფაქტი 20433

1921 წლის 11 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს დავით კასრაძის განცხადება. ის მორის მეტერლინკის „თეატრის“ მისეული თარგმანის დაბრუნებას ითხოვდა, თუ ნაშრომის დაბეჭდვა კიდევ დაგვიანდებოდა. ქაღალდის უქონლობის გამო გამგეობამ კასრაძეს თარგმანი დაუბრუნა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20433; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .