1918 წლის 14 სექტემბრის საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე განიხილეს დავით ჩიქოვანის წინადადება, რომლის თანახმადაც ეროვნული საბჭოს ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებისთვის ქართული ენის ცოდნა სავალდებულო უნდა ყოფილიყო. პავლე საყვარელიძეს დაევალა ამ საკითხზე კანონპროექტის შედგენა და მომდევნო სხდომისთვის განსახილველად წარდგენა.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება | 1919-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 2050 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/2050]; წვდომის თარიღი: 2019-09-23