1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ირაკლი ივანეს ძე რამიშვილმა განაცხადა, რომ თუკი საზოგადოებას შეეძლო 3000 მანეთი გამოუსადეგარი ნივთების შესაძენად გამოეყო, ასევე შეეძლო ძვირფასი განძის – ხელნაწერების გამოსაცემად ყოველწლიურად ნაწილ-ნაწილ გადაედო საჭირო თანხა და თანდათანობით გამოეცა ისინი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 20501 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/20501]; წვდომის თარიღი: 2019-09-22