ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20507

ფაქტი 20507

1912 წლის 5 ივნისს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საზოგადო კრების დანიშვნის თარიღზე იმსჯელეს, რადგან 3 ივნისს დანიშნული კრება არ გაიმართა. წარმოადგინეს ცნობა, რომ ქართული თეატრი კრების ჩასატარებლად ორშაბათსა და ოთხშაბათს იყო თავისუფალი, მხოლოდ განათების ფასის გადახდა იქნებოდა სავალდებულო. გამგეობამ კრება 1912 წლის 11 ივნისის დანიშნა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20507; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .