1918 წლის 21 სექტემბერს ჩატარებულ საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე მიიღეს დადგენილება პირველ მუხლს მიემატოს შენიშვნა: ეროვნულ უმცირესობათა ენის ხმარება ცალკე კანონით განისაზღვრება. მხოლოდ მესამე მუხლს ასეთი შენიშვნა: წესი ამ უფლებით სარგებლობისა და თარგმნისა განისაზღვრება რეგლამენტით, რომელსაც იმუშავებს საბჭო. დანარჩენი მუხლები უცვლელად იქნა მიღებული. ამნაირად შესწორებული დებულება სახელმწიფო ენისა წარედგინოს საბჭოს პრეზიდიუმს. მომხსენებელი იქნება რ. არსენიძე.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება | 1919-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 2056 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/2056]; წვდომის თარიღი: 2019-09-21